გედევან ფოფხაძე - მაჭავარიანი და ტიკარაძე არიან ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ მინისტრის თანამდებობას იკავებდნენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თუ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარჩებიან თანამდებობაზე ეს პარლამენტისთვის პირდაპირი შეურაცხყოფა იქნება. ამის შესახებ ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ფინანსთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე არმისვლა კონსტიტუციის შეურაცხყოფაა და ამის „გატარება“ არ შეიძლება.

„სულ სხვა განწყობით მინდოდა დამეწყო ჩემო გამოსვლა, მადლობით თქმით ბატონი მაჭავარიანი მიმართ, რომ ეკატერინე ტიკარაძეს არ დაემსგავსა და იგივე დამოკიდებულება არ აქვს პარლამენტისადმი. არ შეიძლება ამ შემთხვევაში აღშფოთება დამალო ასეთი დამოკიდებულების მიმართ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და მე მგონი რეგლამენტის მიმართ კი არა კონსტიტუციის მიმართაა აბუჩად აგდების დამოკიდებულება, როცა მინისტრი ვერ ასხვავებს რა დანიშნულება აქვს საკომიტეტო მოსმენას და „მინისტრის საათს“.

თუ ჩვენ ღირსების გრძნობა გვაქვს და პრეტენზია იმაზე, რომ დეპუტატობა ხალხის სამსახურს ნიშნავს, არ შეიძლება ამ ადამიანებს ასე „გავუტაროთ“ ყველაფერი და სტანდარტად აქციონ ის, რომ პარლამენტის მიმართ ასეთი აგდებული დამოუკიდებულება შეიძლება პოლიტიკური სტანდარტი იყოს. მაჭავარიანი და ტიკარაძე არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ მინისტრის თანამდებობას იკავებდნენ და მგონია, რომ ჩვენც არ გვექნება მორალური უფლება საპარლამენტო მანდატები გვქონდეს, თუ ამ ადამიანებს ამას შევარჩენთ და ვინც, ასეთ ხალხს გადაეფარება ის კიდევ უარესი იქნება“, - განაცადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა