ინგა გრიგოლია - მაქვს განცდა, რომ ფინანსთა მინისტრს შეეშინდა

ეს ჩემი სუბიექტური განცდაა, მაგრამ მაქვს ასეთი განცდა, რომ ფინანსთა მინისტრს შეეშინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ტვ პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის კითხვების დასასმელად მივიდა.

„შეეშინდა მწვავე შეკითხვების, რომლის დასმასაც აპირებდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, როგორც მე მერე მათთან საუბარში გავიგე. ეს შეეხებოდა დღგ-ის იმ ცნობილ სკანდალს, ტელევიზიების დავალიანებას. მე ვაპირებდი მისთვის დამესვა შეკითხვა, რასაკვირველია, ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურმე 5- წლიანი ვადა მისცა იმ ტელევიზიებს დავალიანების დასაფარად, რომელიც მათ ხელისუფლებას ეკომფორტულება. მე მაქვს ასეთი კითხვა, თუ „ტვ პირველს“ ორი კვირით არ გადაუვადეს მინიმალური თანხა, იმასთან შესაბამისობაში რაც აქვს სამ ტელევიზიას ერთად აღებული და ეს არის 55 მილიონი, ჩვენ მოგვიხდა, რომ აგვეღო კრედიტი, რათა დაგვეფარა დავალიანება და ინკასო მოეხსნათ, მაშინ რატომ არ უნდა აიღონ კრედიტი იმ ტელევიზიებმა, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და გვეუბნებიან, რომ თურმე 5 წლით უნდა გადაუვადონ და გრაფიკი უნდა გაუკეთონ. მთელი რიგი კითხვებია, რომელზე პასუხი მაინტერესებდა მე, როგორც ტელევიზიის მენეჯერს, მაგრამ არ არის ფინანსთა მინისტრი“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ტელევიზიების საკითხია ერთ- ერთია, რომელზეც დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს მინისტრისთვის კითხვების დასმას გეგმავდნენ, თუმცა, მინისტრი კომიტეტზე არ მივიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა