პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ აგთაკლიაში, რესტორან „ე.-ს“ მიმდებარედ, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, დ.გ. და ნ.გ. სამსახურებრივი ავტომანქანით შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ.

„პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მყოფ უ.ჭ.-ს და ს.ჭ.-ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ს.ჭ. თავს დაესხა დ.გ.-ს, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა მის სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც წინა საქარე მინა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ს.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს