ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ეგიდით გახსნის

27 თებერვალს, სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნის.

ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში. მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე დეკლარაციას მიიღებენ.

კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა