ბექა ნაცვლიშვილი - ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე, ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, მათ პასუხები არ აქვთ

ტიკარაძემ ერთ კითხვასაც ვერ გასცა პასუხი. მოხსენებას კითხულობდა, რა პასუხი უნდა გაეცა? ვინმეს ის ტექსტი არასწორად, რომ აეკრიფა და სხვა რამე ჩაეწერა შეიძლება ის წაეკითხა,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მინისტრების პარლამენტში არმისვლის მიზეზი ისაა, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

„ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე რომ ჩამოდიოდა ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, არა, ეს ხალხი იმიტომ არ მოდის, რომ პასუხები არ აქვთ. რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიისვე განცხადებით, უმრავლესობის და პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ მინისტრები საკომიტეტო მოსმენაზე არ მიდიან.

„თქვენ - უმრავლესობას მინდა მოგმართოთ, დღეს ივანე მაჭავარიანი რომ არ მოვიდა, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრები, არ დგახართ მოწოდების სიმაღლეზე. თქვენი პასუხისმგებლობაა, არც ტიკარაძე, რომ არ მოვიდა თავის დროზე. გასაგებია, რომ ვთქვათ ოპოზიციას ანგარიშს არ უწევენ, მაგრამ თქვენც ხომ პარლამენტის წევრები ხართ? იდეაში, თქვენც ხომ შეურაცხყოფილი დარჩით დღეს? გამოიჩინეთ მეტი გულსხმიერება და მართლაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ. მინისტრი არღვევს თვითო კანონს, რიგით მოქალაქეს, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ კანონი არ დაარღვიოს?“-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა