დავით ჭიჭინაძე - ივანე მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება - თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ

თუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლას. ჭიჭინაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი იმდენად „ცარიელი ადგილია", რომ ივანე მაჭავარიანსაც ვეღარ აკონტროლებს.

„ყველაფერი ფორმალობად იქცა. მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც. მინისტრის სავარძელი კი არა, ეგეთ ადამიანებს თავიანთი ადგილი აქვთ, მაგრამ როგორც ვატყობ, მთელი მთავრობა ეგეთ ადამიანად იქცა. ვფიქრობ ისინი არამხოლოდ ოპოზიციის ან უმრავლესობის, არამედ არავის წინაშე აღარ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად, გარდა ივანიშვილისა,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო