დავით ჭიჭინაძე - საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ - ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ და საწვავსაც ტყუილად ვწვავთ

საჭიროა, ამ პარლამენტს დიდი ბოქლომი დავადოთ. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არ მისვლას. ჭიჭინაძის თქმით, დღეს პარლამენტის როლი და ფუნქცია 0-მდეა დასული.

„საჭიროა, დიდი ბოქლომი დავადოთ ამ პარლამენტს. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ. გათბობა, ელექტროენერგია მიდის. იქნებ, იმ ადამიანებს გადავუნაწილოთ, ვისაც ძალიან უჭირს. დღევანდელ სახელმწიფოში ამ პარლამენტის როლი და ფუნქცია დასულია 0-მდე. ყველა ელოდება, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. როგორ შეიძლება პარლამენტში 1 წელი იმ რეჟიმში მუშაობდეს, რომ თავისი ვადის დასრულებას ელოდებოდეს?! ვფიქრობ, უკვე ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი ივანე მაჭავარიანთან ერთად აქ ჯდომა და რაღაცაზე საუბარი. დროა, ამ პარლამენტს მართლა დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები,"- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო