რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ ფინანსთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც კაკულიამ კომიტეტის დასრულებისას აღნიშნა, დაელოდება მინისტრის განმარტებას და ამის შემდეგ გააკეთებს თავად კომენტარს.

„მოვისმინე ყველაფერი. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვანო მაჭავარიანს ეს ყველაფერი რომ მომასმენინა დღეს და სამწუხაროდ, ბევრი პასუხი არ მაქვს. მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვისაც. ერთ რამეში ყველას ვეთანხმები, რომ პარლამენტი აუცილებლად რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასეთ თემას. თუ არსებობს მოტივაციები, რაც მინისტრს აქვს, ამის გამოთქმის საშუალება მიეცემა, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლამენტის პირველ ადგილზე დაყენება იყო გადამწყვეტი და მინისტრმაც იცის ჩემი ეს მოსაზრება, არაერთხელ მქონდა მასთან კომუნიკაცია და სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს