დავით ზალკალიანი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია და ასევე, თუკი საჭირო იქნება დამატებითი რესურსის მობილიზაციით, რომ  მოხდეს ამ  მძიმე ვირუსის შეკავება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება 24 სათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.

როგორც მან აღნიშნა, მყისიერი ზომებია მიღებული ჩინეთსა და ირანთან მიმართებით და ასევე, საქართველოს საელჩო იტალიაში აქტიურ კომუნიკაციაშია ხელისუფლებასთან.

ყოველდღიურ, 24 სათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მაქსიმალური პრევენცია ვირუსის საქართველოში არშემოღწევასთან დაკავშირებით. მყისიერი ზომები იქნა მიღებული ჩინეთთან მიმართებაში, ასევე ირანთან მიმართებაშიც არის ზომები მიღებული. ბუნებრივია, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთანაც ახლო კოორდინაციაში ვართ, ასევე ჩვენი საელჩო იტალიაში არის აქტიურ კომუნიკაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი მისია მუშაობს ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად იმისთვის, რომ საქართველოც იყოს იმ პროცესში ჩართული, რაც დაკავშირებულია ამ ვირუსის შემდგომ პრევენციასთან და მერწმუნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმ რესურსით რაც გაგვაჩნია და ასევე, თუკი საჭირო იქნება დამატებითი რესურსის მობილიზაციით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხდეს ამ უაღრესად მძიმე ვირუსის შეკავება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა