დედაქალაქის მერიაში მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს არ უშვებენ. ისინი თბილისის მთავრობის სახლთან „ანას ბაღის“ დასაცავად მივიდნენ.
„შეცვალეს“ წევრებს მერიაში განცხადების დაწერა და კახა კალაძესთან შეხვედრა უნდათ. მოძრაობის წევრებს აინტერესებთ, რატომ დაანგრია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ანას ბართან“ სკვერი, რომელიც „შეცვალეს“ წევრებმა მოქალაქეებთან ერთად გუშინ გვიან ღამით მოაწყვეს.
შენობაში არ უშვებენ ჟურნალისტების ნაწილსაც.