რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ დელეგატთა ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ გამოცხადდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით არ გამოცხადდნენ დელეგატები.

„დელეგატთა ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა. საერთო კრებამ დაამტკიცა, რომ ყრილობა ჩაშლილია“, - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე განმარტებით, ქართული რაგბი და ხალხი ყოველთვის ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული, იმისათვის, რომ რაგბი შენარჩუნებულიყო.

„აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე კი დღისათვის სხვანაირად არის. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბავშვები, მწვრთნელები, კლუბის პრეზიდენტები, რეგიონები დილიდან საღამომდე შრომობენ, იმისათვის, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს. მაგრამ მეორე მხრივ, სხვანაირად ხდება. ამიტომ არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს და მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძოდა.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა