Coal of Georgia-ს დირექტორი მეშახტეების გაფიცვაზე - არანაირი შემცირება, არც ხელფასის დაკლება არ იქნება

ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის, Coal of Georgia-ს დირექტორი, მიხეილ სოცკი აცხადებს, რომ დღეს მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით პროფკავშირს შეხვდა და ყველა საკითხი პუნქტობრივად განიხილა, რის შემდეგაც დამატებითი შეკითხვები აღარ ყოფილა.

„ჩვენ დღეს დილით ჩემს კაბინეტში შევხვდით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე დეტალურად განვიხილეთ ყველა პუნქტი, რომელიც უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გამოხატეს თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, ჩვენ შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში, როცა დავშორდით დამატებითი შეკითხვები არ იყო“, - აცხადებს სოცკი.

მისივე თქმით, კომპანია შემცირებასა და ხელფასების შეკვეცას არ გეგმავს.

„გასაოცარია, რომ ეს საკითხები დღეს კიდევ წამოიჭრა. ყველა პასუხი მათ კითხვებზე იყო მათთან ერთად შეთანხმებული. ამ შეთანხმების საფუძველზე გაიცა ბრძანება შახტის დროებითი შეჩერების შესახებ, იმიტომ რომ ჩატარებულიყო ტექნიკური რემონტი. ძიძიგურის შახტში მომუშავეები გადაყვანილნი იყვნენ სხვა შახტში, თუმცა ისინი შეინარჩუნებენ მათ სამუშაო პოზიციებს. არანაირი შემცირება, არც ხელფასის დაკლება არ იქნება. ორი კვირის განმავლობაში სპეციალური კომისია შეისწავლის ამ საქმეს და ამის შემდეგ დადგინდება, რამდენი ხანი იქნება შახტა გაჩერებული. წინასწარი ვარაუდებით, ეს სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. საბაგიროს გასწორება უფრო მალეც არის შესაძლებელი, მაგრამ აქ საუბარი მხოლოდ ამის შესახებ არ არის. აქ საუბარია მთელი მექანიზმის რემონტზე და არა მხოლოდ ერთ საბაგიროზე. რამდენიმე მოწყობილობა საერთოდ გამოსულია მწყობრიდან. ჩვენი კომპანიის მიზანია არა ცალკეული, არამედ მთლიანი ამწევი მექანიზმის 100%-ით განახლება“, - განაცხადა სოცკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს