შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობა, უწყების მიერ განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ქართულმა მხარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

მხარეები ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა