ჭიათურაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

ჭიათურაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების ცენტრიდან აცნობეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრი 25 თებერვალს გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითზე. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური ასევე იწყებს საინფორმაციო კამპანიას „შენი უფლება 18 წლამდე“ . გახსნის დღეს, იურისტები შეხვედრებს გამართავენ ჭიათურის მე-2 და მე-5 სკოლებში და მოსაწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას ბულინგის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის თემებზე, ფართოდ განიხილავენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს.

საკონსულტაციო ცენტრს ოფიციალურად გახსნის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი. ღონისძებას დაესწრება ადგილობრივი მოსახლეობა, სოციალური სამსახურების, პროკურატურის სასამართლოს,პოლიციის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, რესურს- ცენტრის, სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სამსახურის 13 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი. ჭიათურაში მე-10 საკონსულტაციო ცენტრი იხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა