„ქართული მარშის“ წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას აპროტესტებდნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, „დეკანოზის განცხადება იმის შესახებ, რომ ბერთუბნის მონასტერი გავლებული სასაზღვრო ზოლის მიხედვით აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება“.

მათი თქმით, მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

„როგორც ჩიჩხიტურის, ასევე ბერთუბნის მონასტერი არის დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი, ხოლო დავით გარეჯი საქართველოს ნაწილი. ამიტომ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები, მითუმეტეს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსისგან არ უნდა კეთდებოდეს. ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა რევაზიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა