გოჩა სვანაძე - გვყავს კონკურენტი, პარტიული ადამიანი, რომელსაც პირადი კავშირები აქვს მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდანაა ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოაწყონ

რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანაძის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, პარტიული ადამიანი, მაჟორიტარებთან პირად კავშირებს იყენებს და მათი მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე იძულება ხდება, რომ არჩევნების ბოიკოტი მოაწყონ.

მისივე თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს კლუბების ნახევარზე მეტი უნდა დაესწროს, კლუბებს კი ხმები არათანაბრად აქვთ განაწილებული.

„ამაზე ინფორმაცია ჩვენ გუშინაც გვქონდა, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს უფრო მეტად ეხება მუნიციპალურ კლუბებს. მუნიციპალიტეტების მხრიდან მე ვიცი ზუსტად, რომ არანაირი დავალება არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კონკურენტი, პარტიული ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოუწყონ. თუმცა იგივე რეჟიმში განმეორებითი კრება რომ ჩატარდეს, დღეს არსებული კვორუმი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული“,-განაცხადა გოჩა სვანიძემ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ ძალიან დიდი ბრალდებებია.

„აუდიტის დასკვნაზე მე დღეს გავაკეთებ განცხადებას ძალიან მარტივს და გეტყვით, რომ ჩემს მიმართ არის ძალიან დიდი ბრალდებები აუდიტის დასკვნასთან მიმართებაში, ხმების გაყალბებასთან მიმართებაში, რომელიც ასევე იკადრა ერთ-ერთმა, ჩემმა მეორე ვიზავიმ. ხმებს ვაყალბებ თურმე მე კლუბებში, ეს ფაქტები რომ დადასტურდეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას არ სჭირდება დამატებითი განცხადებები, თუ სჭირდება მე თვითონ მოვამზადებ ამ განცხადებებს, ძალიან კარგად ვიცი როგორ კეთდება ეს და კეთილი ინებოს შეიწუხოს თავი, იმიტომ, რომ თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, მე ამ წუთას აქ არ უნდა ვიდგე და თუ არ ვარ, ამაზე პასუხს გავცემ“,- აღნიშნა სვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა