ჟვანიას სკოლაში ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის განხორციელების მიზნით ტრენინგების განხორციელება დაიწყო

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ჟვანიას სკოლასა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 3 დღიანი ტრენინგის - „ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა - რეალობა და გამოწვევები“ განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ქუთაისის, ახალქალაქის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურის უფროსები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პირები, რომლებიც მუშაობენ სკოლამდელი განათლების რეფორმაზე.

„დღეს, ჟვანიას სკოლამ გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპზე პროექტში, საპილოტე რეჟიმში ჩართულია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტი. დღეს, ჩვენ ვიწყებთ სამდღიან ტრენინგს, გარდა ტრენინგებისა საპილოტე მუნიციპალიტეტებისთვის დაგეგმილია ექსპერტების გამოყოფა და მათთვის სამუშაო ადგილზე კონსულტაციების გაწევა. ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნება გადაწყევტილების მიმღებ პირთათვის, რადგან მათ ექნებათ საშუალება უფრო თანამედროვე, უფრო ეფექტიანი მეთოდები გამოიყენონ სკოლამდელი განათლების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების დროს“, - განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა.

პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსმა თამარ თოლორაიამ და გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ.

პროექტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და დამტკიცდა კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, ასევე სახელმწიფო სტანდარტები. როგორც კანონის აღსასრულებლად, ასევე სტანდარტების დასანერგად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჭიროა რიგი საქმიანობების თანმიმდევრული განხორციელება, მათ შორის უმნიშვნელოვანესი მიმართულება სფეროში დასაქმებული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარებაა, რაც არა ერთჯერადი, არამედ ციკლური პროცესია.

ჟვანიას სკოლისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შემუშავდა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობების ანალიზს და ავლენს რეფორმის შემაფერხებელ ხარვეზებს. კონცეფციის საფუძველზე მომზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადების გეგმა, მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, ასევე სატრენინგო მოდული, როგორც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის (მერები, მოადგილეები), ასევე ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის.

აღნიშნული ტრენინგი ასევე ჩატარდება 2 ნაკადად. მასში მონაწილეობას მიიღებენ თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, ამბროლაურის, საჩხერის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა