გია ვოლსკი - ტატუნაშვილის მიმართ, ოთხოზორიას მიმართ, ზოგადად საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი იხდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის. ამ განცხადებით ის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ამბობს, რომ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის გვარები ყველა საერთაშორისო ფორუმზე ისმის, ხოლო რუსეთის მიმართ მსოფლიოს „დაპირისპირება და მოთხოვნები აქვს“.

„ტატუნაშვილის მიმართ, ოთხოზორიას მიმართ, ზოგადად საქართველოს მიმართ გამოჩენილი ამ აგრესიის გამო, რუსეთი იხდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე ლაპარაკობს ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე ამ სიასთან დაკავშირებით და თვითონ ფაქტთან დაკავშირებით. მარტო ჩვენები აღარ ლაპარაკობენ ამას, ყველა ფორუმზე გაისმის მათი სახელები, დახმარებაც ძალიან დიდია საქართველოსთვის და ასევე, ის დაპირისპირება და მოთხოვნები, რომელიც რუსეთის მიმართ აქვს მსოფლიოს, არის გასათვალისწინებელი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები დაისაჯონ და პრობლემები შეექმნათ. მათივე თქმით, სიას, მისი მიღების შემდეგ არცერთი ადამიანის სახელი და გვარი არ დამატებია და არ გაფართოებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა