საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაცია, საფრანგეთში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით პარიზის სასამართლოს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნულ ასამბლეას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. მოინახულებენ ტერიტორიულ საგანმანათლებლო ცენტს და განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტს.

ვიზიტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო