„ევროპული საქართველოს“ წევრები NDI-ის პრეზიდენტს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე პოლიტიკური ლიდერების დაკავებასთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია, ვისაუბრეთ მთავარ ორ გამოწვევაზე. ერთი ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვება, რაც ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მეორე პრობლემაა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და უფრო დიდი პრობლემაა აქედან გამომდინარე ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს და მცირე მხარდაჭერის პირობებში მართოს. ეს იყო ძირითადი თემები. გარდა ამისა ორმხივი თანამშრომლობა და სხვა საკითხებიც იყო განხილული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს