თამარ ჩუგოშვილი - როდესაც მინისტრი მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას  არ ასრულებს, ეს პარლამენტის პოლიტიკურ სისუსტესა და უუნარობაზე  მეტყველებს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც თავად პარლამენტის წევრები ამართლებენ რეგლამენტის დარღვევას. როდესაც მინისტრი არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ეს მეტყველებს პარლამენტის პოლიტიკურ სისუსტესა და უუნარობაზე, ზედამხედველობა განახორციელოს მთავრობის წევრებზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლას. მისი შეფასებით, რეგლამენტი არის კანონი, რომელიც პარლამენტის საქმიანობას განსაზღვრავს და მისი დაცვა სავალდებულოა.

ჩუგოშვილი, ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ივანე მაჭავარიანმა რეგლამენტი დაარღვია, თუმცა მეორე მხრივ, „მინისტრის საათის“ ფორმატის გამართვიდან მალევე მისი საკომიტეტო მოსმენაზე დაბარება „ახირებაა“. თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეგლამენტს, პირველ რიგში, პარლამენტის წევრები უნდა ითვალისწინებდნენ.

„რეგლამენტი არის სავალდებულო წესები, ეს არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის საქმიანობას და პირველ რიგში, პარლამენტის წევრები უნდა ითვალისწინებდნენ მის მოთხოვნას. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას უფლება აქვს მინისტრი კომიტეტის ფორმატში დაიბაროს იმის მიუხედავად, რომ „მინისტრის საათის“ პროცედურა გაიმართა. ეს ჩანაწერი არსებობს იმიტომ, რომ ორივე ფორმატი ერთმანეთისგან განსხვავებულია, სხვადასხვა დატვირთვა აქვთ და ფრაქციებს, შეიძლება, ერთი თუ მეორე ფორმატის გამოყენების სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეთ. შესაბამისად, ფრაქციას უფლება ჰქონდა, რომ მინისტრი დაებარებინა, ხოლო მინისტრს ვალდებულება ჰქონდა, რომ მისულიყო კომიტეტის სხდომაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც თავად პარლამენტის წევრები ამართლებენ რეგლამენტის დარღვევას. როდესაც მინისტრი არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ეს მეტყველებს პარლამენტის პოლიტიკურ სისუსტესა და უუნარობაზე, ზედამხედველობა განახორციელოს მთავრობის წევრებზე. ძალიან სამწუხარო ფაქტია იმიტომ, რომ ამ დროისთვის უკვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მთავრობას, რომ ის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია და პარლამენტარებსაც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ის ადამიანები არიან, ვინც ქართული საზოგადოების სახელით პასუხი უნდა მოსთხოვონ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, თუკი ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა