გია ვოლსკი ფინანსთა მინისტრზე - იქნებ საჭიროა, ცოტა მეტი დრო მივცეთ, რომ არა მხოლოდ პასუხები გასცეს, არამედ რეაგირებაც მოახდინოს საკითხებზე, რომელიც მწვავედ იქნა დასმული

რეგლამენტის, კანონის, სხვა ჩამოყალიბებული წესების მიღმა, არსებობს კიდევ გარკვეული ლოგიკური აუცილებლობები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის არ მისვლის საკითხს გამოეხმაურა .

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, საჭირო იყოს მინისტრს უფრო მეტი დრო მიეცეს იმისთვის, რომ მან არა მხოლოდ უპასუხოს იმ კითხვებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გასცა პასუხი, არამედ რეაგირებაც მოახდინოს დასმულ საკითხებზე.

„ფინანსთა მინისტრმა პრინციპში განმარტა, მაგრამ რეალურად, არსებობს რეგლამენტი. რეგლამენტი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ რეგლამენტის, კანონის, სხვა ჩამოყალიბებული წესების მიღმა, არსებობს კიდევ გარკვეული ლოგიკური აუცილებლობები. რეალურად ჩვენ მინისტრის განცხადებას კი მოვუსმინეთ, მაგრამ დავფიქრდეთ, თუკი ერთი კვირის წინ მინისტრი იგივე შეკითხვებზე პასუხს აძლევდა, იქნებ საჭიროა, ცოტა მეტი დრო მივცეთ, რომ არა მხოლოდ პასუხები გასცეს, რეაგირებაც მოახდინოს იმ საკითხებზე, რომელიც მწვავედ იქნა დასმული“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა