ეკა ბესელია - რადგან 100/50 ვერსიაზე უარი ითქვა, მმართველმა გუნდმა უნდა თქვას, კომპრომისი რა არის - გასაგებია, რომ მდინარაძეს გადაწყვეტილების მიღებას არავინ ეკითხება, ვინც უნდა გადაწყვიტოს, მას ეხება ეს მიმართვა

რადგან 100/50 ვერსიაზე უარი ითქვა, მმართველმა გუნდმა უნდა თქვას, ამის შემდგომი კომპრომისი რა არის. გასაგებია, რომ მამუკა მდინარაძეს ამ გადაწყვეტილების მიღებას არავინ არ ეკითხება. ვინც უნდა გადაწყვიტოს, ზუსტად მას ეხება ეს მიმართვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს. მისი თქმით, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება სწრაფად უნდა მოხდეს. ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია, რათა ისევ არ მოხდეს მმართველი გუნდის მიერ დაპირების უკან წაღება.

„იმისთვის, რომ ეს ვაკუუმი რაღაცნაირად დაიძრას, აუცილებელია არა ერთმანეთის მიმართ გადაძახილები, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, არამედ კონკრეტულად უნდა ითქვას, რა არის ის კომპრომისული ვერსია, რაზეც შედგება შეთანხმება. პროცესში იმიტომ არის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა საჭირო, რომ დაპირების უკან წაღება ისევ არ მოხდეს. ნდობის ფაქტორი 0 -ის ნიშნულზეა, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა არის საჭირო.

რადგან 100/50 ვერსიაზე უარი ითქვა, მმართველმა გუნდმა უნდა თქვას, რისთვის არიან მზად, ამის შემდგომი კომპრომისი რა არის. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შეთავაზებული და უნდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა მზად, რომ ამაზე შეთანხმება შედგეს. ამას მდინარაძე ვერ გადაწყვეტს. გასაგებია, რომ მას გადაწყვეტილების მიღებას არავინ არ ეკითხება. უბრალოდ აცნობებენ და მან უნდა გაახმოვანოს. ვინც უნდა გადაწყვიტოს, ზუსტად მას ეხება ეს მიმართვა, რომ სწრაფად მოხდეს ჩამოყალიბება კომპრომისულ ვერსიაზე. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება ამ ვადების ასე გაშვება,“ - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა