პრაღაში მოედანს, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება

პრაღაში მოედანს, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის მედია ავრცელებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ პარკს ქალაქში, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭება.

„ორივე მათგანი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ორივე სამარცხვინოდ მოკლეს. ისინი იმსახურებენ რომ გვახსოვდეს“,-დაწერა პრაღის მერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ბორის ნემცოვი, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მას ზურგში რამდენჯერმე ესროლეს. რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთის ომსა და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, 2006 წლის 7 ოქტომბერს, ასევე მოსკოვში მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა