გრიგოლ ვაშაძე ვანო მერაბიშვილის „ნაცმოძრაობაში“ შესაძლო გაწევრიანებაზე -  ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა -  ჯერ  არაფერი უთქვამს თავის გეგმებზე და როგორ გიპასუხოთ?

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მათ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.

ჩაკითხვის შემდეგ, რომ მიმართოს მერაბიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“, გააწევრიანებენ თუ არა პარტიაში, ვაშაძე პასუხობს: “იცით რა? ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება“.

„როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა”, - მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა