185-ე  საბავშვო ბაღში გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვეთილი ჩაატარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ცნობით, მიხაილ გაილერმა და ვერნერ ბრუკსმა ბაღის აღსაზრდელებს მოძრაობის ორგანიზების ძირითადი პრინციპები გააცნეს.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, 185-ე საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის ეზოს ტერიტორიაზე, მინი ავტოქალაქის პროექტი განხორციელდა. პროექტი მიზნად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის ამაღლებას ისახავს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბაღის ეზოში მოწყობილია საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები.

„პატარებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში. აცნობენ საგზაო ნიშნებს, რომელთაც ჩვენ მოძრაობისას ვიყენებთ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები თავიდანვე სწავლობენ მოძრაობის წესებს და თან ამ პროცესში ხალისით მონაწილეობენ.

ჩვენი მიზანია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩვენს გზებზე არავინ დაშავდეს, ცნობიერების ამაღლება საგზაო მოძრაობის კუთხით სწორედ ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა