გრიგოლ ვაშაძე - მას შემდეგ, რაც ფიგურალურად, მაგიდიდან ააცალეს სულყველას გიგი უგულავა, დიდი ბოდიში მომიხდია - რა დიალოგზე შეიძლება აქ ვილაპარაკოთ?

მას შემდეგ, რაც ფიგურალურად, მაგიდიდან ააცალეს სულ ყველას გიგი უგულავა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ოპოზიციაში, რომ ეს ბოლო დაპატიმრება არ არის, დიდი ბოდიში მომიხდია - რა დიალოგზე შეიძლება აქ ვილაპარაკოთ? - ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, საქმეების დახურვა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მისივე თქმით, ამ ყველაფრის გარეშე ხელისუფლებასთან დიალოგი წარმოუდგენელია.

„ჩვენი პოზიცია ძალიან ბევრჯერ არის დაფიქსირებული. მე შემიძლია, მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვილაპარაკო. ჩვენი პოზიცია ძალიან ბევრჯერ არის დაფიქსირებული და ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, და ეს პოზიცია ემთხვევა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის პოზიციას - პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, საქმეების დახურვა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამის გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია. მორალურად ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო უკვე ამ დიალოგის დაწყება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფიგურალურად, მაგიდიდან ააცალეს სულ ყველას გიგი უგულავა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ოპოზიციაში, რომ ეს ბოლო დაპატიმრება არ არის, დიდი ბოდიში მომიხდია - რა დიალოგზე შეიძლება აქ ვილაპარაკოთ?“ - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა