სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აღნიშნული ჯგუფი „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილების მე-17 პუნქტის საფუძველზე შექმნა.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, შეისწავლოს სახალხო დამცველის აღნიშნულ ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხი.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გაერთიანდნენ, როგორც კომიტეტის წევრები, ასევე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები.

ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა რელევანტური, დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენელს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა