მიხეილ კალანდიას ადვოკატი - თუ გამამტყუნებელ განაჩენს დააყენებს მოსამართლე, ამით პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს

თუ გამამტყუნებელ განაჩენს დააყენებს მოსამართლე ამით ის შეასრულებს "ქართული ოცნების"და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ დაკვეთას,- ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურა თოდუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ის ელოდება გამამართლებელ განაჩენს, რადგან მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

"მოსამართლე, რომელიც უკვე 4 დღეა ფიქრობს, რა გადაწყვეტილება გამოიტანოს, აქვს ობიექტური სტატუსის შენარჩუნებისთვის ერთადერთი შანსი გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც იქნება ჭკუის სასწავლებელი ვაი პოლიტიკური პარტიების მიმართ და იქნება ნათქვამი, რომ გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება საქართველოში საბოლოოდ უნდა დამთავრდეს, ხოლო რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, ეს იქნება ბნელეთში ჩარჩენის გადაწყვეტილება არარსებული მტკიცებულებების ხარჯზე თუ გამამტყუნებელ განაჩენს დააყენებს მოსამართლე, ამით ის შეასრულებს "ქართული ოცნების"და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ დაკვეთას", - განაცხადა ზურა თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა