თინა ბოკუჩავა NDI-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - დაგვარწმუნეს, რომ ეყოლებათ ძალიან ბევრი დამკვირვებელი, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა სამართლიან გარემოში ჰქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 45 წუთს გრძელდებოდა არჩევნებსა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნებს საქართველოში ყურადღებით დააკვირდება, რათა საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ნორმალურ და სამართლიან გარემოში საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მრავალი წელია მუშაობს საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა და ყურადღებით აკვირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. იცით, რომ აშშ-დან ძალიან მწვავე გზავნილების მოსმენა მოუწია ივანიშვილს, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის, NDI -ს წარმომადგენლებმა და ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დღევანდელმა კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში, ოპოზიცია ერთობლივი ძალებით ერთმნიშვნელოვნად ამარცხებს ივანიშვილის რეჟიმს. მათ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ეყოლებათ ძალიან ბევრი დამკვირვებელი, ძალიან ბევრი წარმომადგენელი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ნორმალურ და სამართლიან გარემოში საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, ვესაუბრეთ პოლიტიკურ დევნაზე, იმიტომ რომ იციან, ივანიშვილი სამართალდამცავ უწყებებს იყენებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იმიტომ, რომ ფიქრობს, რომ ამით რამენაირად შეინარჩუნებს ძალაუფლებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა