გიორგი მარგველაშვილი - ოპოზიციური მაგიდის გარეთ ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ დინამიკას - მის სუბიექტებთან მაქვს კონსულტაციები

ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, რომელიც გაერთიანებულია უკეთესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გამოშვების თემის ირგვლივ, უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე მიზნები არ იქნება მიღწეული - ამის შესახებ საქართველოს ექს- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს ოპოზიციასთან აღნიშნულის ირგვლივ თანამშრომლობას.

„ახლა ვიმყოფები ინტენსიურ კომუნიკაციაში, როგორ ინტერეს ჯგუფებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვებისა და სტრატეგიის შესახებ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, რომელიც გაერთიანებულია უკეთესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გამოშვების თემის ირგვლივ, უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული. ამ ეტაპზე ეს მაგიდა სახავს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პრიორიტეტებს. ამ მაგიდის გარეთ მე ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ დინამიკას, რომელშიც ვინმე უნდა ჩაერთოს სერიოზულად. ჩემი პოზიცია ისევ ამ მაგიდის გაძლიერების ირგვლივ არის და მის სუბიექტებთან მაქვს კონსულტაციები. ჩემი ინტერესი არის საქართველოში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომლის ძირითადი ხაზგასასმელი პრინციპი არის - ყველა პარტიამ უნდა აიღოს იმდენი, რამდენ მხარსაც უჭერს მოსახლეობა, არც არავის უნდა მოაკლდეს და არც არავის უნდა დაემატოს. მოპარვის შედეგად და ჯიბეში ხმების ჩადების შედეგად დემოკრატია ვერ შედგება. ეს არის ამ მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანი და ამიტომ ვუჭერ ამ თემატურ გაერთიანებას მხარს. მე ვაპირებ თანამშრომლობას ამ თემის ირგვლივ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო