განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სწავლის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, რომლის ავტორიც მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვია, თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სწავლის, ხოლო არასრულწლოვნებს პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლის საშუალება ეძლევათ, განურჩევლად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, უმაღლესი განათლების ორ საფეხურზე ( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სწავლის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ გარკვეულ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები. კერძოდ, ეს დაწესებულებებია: გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება.

ალექსანდრე სელეპანოვის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, ნახევრად ღია და დახურული ტიპის, ასევე განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება.

"პატიმრობის კოდექსით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ მსჯავრდებულს, ვინც მოთავსებულია სამ დაწესებულებაში. ამ დაწესებულებებში იმყოფება მხოლოდ 300 მსჯავრდებული. სხვა დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობა არის დაახლოებით 9 ათასი. ასეთი კანონისმიერი უფლება მათ არ გააჩნიათ. ასევე, არც ერთ ქალ მსჯავრდებულს, მათ შორის არასრულწლოვნებს, არ გააჩნია კანონისმიერი უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება, რადგან ქალთა სპეციალური დაწესებულება არ შედის ამ სამ დაწესებულებათა შორის. პრობლემა იმაშია, რომ პრაქტიკამ ბევრად გაუსწრო კანონმდებლობას და მსჯავრდებულები იღებენ უმაღლეს განათლებას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები დაწესებულების კეთილ ნებაზე რჩებიან დამოკიდებული. გარდა ამისა, რაც შეეხება დოქტორანტურას, მსჯავრდებულებს კანონით სრულიად შეზღუდული აქვთ ამ საფეხურზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა საკანონმდებლო წინადადების ავტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა