ნინო ბურჯანაძე - ორივე პარტიის წარმომადგენელი, რომლებშიც მოიაზრება ვანო მერაბიშვილი, მშვენივრად იცავენ პარტიის პოზიციას, რატომ უნდა ჩანაცვლდეს რომელიმე?

ორივე პარტიის წარმომადგენელი, რომლებშიც მოიაზრება მერაბიშვილი, მშვენივრად იცავენ პარტიის პოზიციას, რატომ უნდა ჩანაცვლდეს რომელიმე? - ასე უპასუხა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა მიიღოს ამ ორმა პარტიამ ასეთი გადაწყვეტილება, როცა ამან შესაძლოა, კითხვები გააჩინოს.

“რატომ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ლიდერი?! იქ სხედან პოლიტიკური ლიდერები. სავარაუდოდ წარმოდგენილი არის რომ ან “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, ან “ევროპულ საქართველოს”, ორივე ამ პარტიის დღეს მაგიდასთან წარმოდგენილი ლიდერები მშვენივრად წარმოადგენენ და ძალიან კარგად იცავენ იმ პოზიციას, რა პოზიციაც აქვს თითოეულ ამ პარტიას, რომ ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩანაცვლებაა საჭირო, მაგრამ რატომ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება რომელიმე ამ პარტიამ, მით უფრო, როცა შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებას კითხვები მოჰყვეს, არ მესმის”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ერთვება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს