ვარკეთილში, “ანას ბაღთან“ აქტივისტები და ადგილობრივები მშენებელი კომპანიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნარგავებს რგავენ

ვარკეთილში, “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიუხედავად მშენებელი კომპანიის წინააღმდეგობისა, ნარგავებს რგავენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ტერიტორიაზე ახლა სიმშვიდეა. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, მათ “ანას ბაღთან” პარტიზანული სკვერი მოაწყვეს, რომელიც მშენებელმა კომპანიამ დაარბია და გაანადგურა. მისი თქმით, მათ ბოძები მოგლიჯეს და ახლა ამ ალტერნატიული სკვერის აღდგენას აპირებენ.

ცნობისთვის, ადგილზე ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს პოლიციამ ერთი პირი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას თვეები აპროტესტებენ. თბილისის მერია და მშენებარე კომპანია კი ამტკიცებენ, რომ “ანას ბაღს” საფრთხე არ ემუქრება და მისი რეაბილიტაცია მოხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო