მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტემპერატურა არ უფიქსირდებათ

ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კვლევები უტარდებათ.

როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, მათ არც ტემპერატურა, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება არ უფიქსირდებათ.

„ჩინელი ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდნენ. შაინხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს, დუბაიშიც იმყოფებოდნენ ერთი თვის განმავლობაში. რამდენიმე დღეა საქართველოში ჩამოვიდნენ. იმყოფებოდნენ გუდაურში. გუდაურიდან თბილისში და თბილისიდან მიდიოდნენ ბათუმში. რა მოხდა ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ პაციენტები სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოიყვანა ჩვენთან. ამ ეტპზე მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდანამნეზიდან გამომდინარე ამ პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, თითქოს, ესენი არ უნდა იყვნენ ახალ კორონავირუსთან მიმართებით, როგორც შესაძლო შემთხვევა. ანუ არც ინფიცირებულები არიან და ვიმედოვნებთ რომ არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის. ახლა მიმღებში არიან, ფასდება მათი სიტუაცია. ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აქვთ. მოგვიანებით გადაწყდება თუ მოთავსდებიან სტაციონარში. გაგრძელდება მათი კვლევები და კვლევების შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრში 3 მოქალაქე რჩება. ერთი ქართველი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და 2 ირანელი ცოლ-ქმარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა