ცნობილი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სასამართლომ სექსუალური ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო

ცნობილი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეში, დამნაშავედ ცნო. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

BBC-ის ინფორმაციით, ვაინშტაინი დამნაშავედ ხუთი პუნქტიდან ორ პუნქტში სცნეს, კერძოდ კი, მესამე ხარისხის გაუპატიურებისა და პირველი ხარისხის დანაშაულებრივ სქესობრივი აქტის გამო.

ვაინშტაინი სასამართლომ უფრო მძიმე ბრალდებებში - პირველი ხარისხის გაუპატიურებასა და მტაცებლურ სექსუალურ შეურაცხყოფაში დამნაშავედ არ მიიჩნია. 67 წლის ვაინშტაინს წინ ელის სასამართლო განხილვები ლოს-ანჯელესში, სადაც ორი ქალის წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროება და გაუპატიურება ედება ბრალად. 2017 წლიდან, ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ჰარვი ვაინშტაინის საქმემ საფუძველი დაუდო ქალთა სექსუალური შევიწროების ცნობილ კამპანიას #Metoo.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა