დელიში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე მოქალაქე დაშავდა საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკებების დროს. ათასობით ადამიანი ნიუ-დელიში მოქალაქეობის შესახებ ახალ სადავო კანონს აპროტესტებდა.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს და რკინის ბარიკადები მოაწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა დემონსტრანტების შეკავება გაუჭირდა, რადგან მეორე მხარემ მათ ქვები დაუშინა. როგორც პოლიციის ოფიცერმა „როიტერს“ განუცხადა, შეტაკებისას პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა.

დელიში მდებარე საავადმყოფოს ინფორმაციით, კი აქციის დროს დაშავებულ 35-ზე მეტ ადამიანს უტარდება მკურნალობა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტის დროს კიდევ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მოვლენები, ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტის პარალელურად განვითარდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა ინდოეთში აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ახალ კანონს, რომელიც მეზობელი მუსლიმური ქვეყნებიდან ჩასულ არამუსლიმ ადამიანებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს ოპონენტები მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცულად მიიჩნევენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა