საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

მუდმივ კონტაქტზე ვართ გემზე დარჩენილ ეკიპაჟის წევრებთან, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული პირების მიერ გატაცებულ ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ქართული მხარე აქტიურად არის ჩართული მეზღვაურების გათავისუფლების პროცესებში.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა მიმართულებით, როგორც დროშის სახელმწიფოსთან, ისე გემთმფლობელთან. ოჯახებს ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას. ასევე, მუდმივ კონტაქტზე ვართ გემზე დარჩენილ ეკიპაჟის წევრებთან. საკითხის სენსიტიურობიდან და ჩვენი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ დეტალების გაზიარებისგან. როგორც ჩვენ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებთ საკითხის მოკლე დროში გადასაწყვეტად", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, 20 თებერვალს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა