ევროსაბჭოს დელეგაციამ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათეა-დან აცნობეს, დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც კონგრესის პრეზიდენტი - ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი -ანდრეას კიფერი, ასევე, კონგრესის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი - ელეონორ პარკ-ედსტრომი და გენერალური მდივნის პირადი ოფისის უფროსი-საბინე ზიმერი შედიოდნენ, ათეა-ს წარმომადგენლებთან, კერძოდ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთან და აღნიშნული დელეგაციის წევრებთან - გიორგი ტყემალაძესთან, თამარ ტალიაშვილთან და ბექა დავითულიანთან, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან და საქართველოს სახალახო დამცველთან გამართა შეხვედრები. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სხვა თემებთან ერთად, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგზე იმსჯელეს და მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე, ასევე, საუბარი შეეხო თვითმმართველობის განვითარების საკითხებს, ახლად დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს. კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა და მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 22 თებერვალს ეწვია. ათეა-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს და მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ. 23 თებერვალს კი, დელეგაციის წევრები ათეა-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებას გაეცნენ.

დელეგაციასთან ერთად, აღნიშნულ შეხვედრებს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლები საქართველოს 25 თებერვალს დატოვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო