სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 893-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 893-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელების გამო აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბის შემცირების საკითხს განიხილავენ.

„კორონავირუსის გამო სამხედრო მეთაურები წვრთნების მასშტაბის შემცირებას განიხილავენ“- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა