ამერიკელი სენატორები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელმა „დემოკრატმა“ სენატორებმა: ჩაკ შუმერმა, ბობ მენენდეზმა და შეროდ ბრაუნმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი რუსეთის მთავრობისა და ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში ჩარევას შეეცადა, სანქციების „დაუყოვნებლად“ დაწესებას ითხოვენ.

„თუკი ამას არ მოიმოქმედებთ, ეს იქნება უარის თქმა პასუხისმგებლობაზე, რომ დაიცვათ აშშ სერიოზული საფრთხისგან, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენი საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება,“- აღნიშნულია სენატორების წერილში.

როგორც „როიტერსს“ სარწმუნო წყარომ განუცხადა, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩართული იყო „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის“ კამპანიებში , რომლის მიზანი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსისა და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებში ჩარევა და მათთვის დახმარების გაწევა იყო.

კრემლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: ამერიკელი სენატორები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს