რუსეთის საელჩო - აშშ-ის საარჩევნო კამპანიის მონაწილეების ანტირუსულმა განცხადებებმა ორმხრივი კავშირების "უპრეცედენტო დეგრადაცია" გამოიწვია

აშშ-ის საარჩევნო კამპანიის მონაწილეთა მხრიდან გაკეთებულმა ანტირუსულმა განცხადებებმა ორმხრივი კავშირების "უპრეცედენტო დეგრადაცია" გამოიწვია, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”ჩვენი პოზიცია მარტივია და პირდაპირი. რუსეთის ფედერაცია არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო ბრალდებები. ანტირუსულმა სენტიმენტებმა აშშ-ის ინტერპარტიულ ბრძოლაში უკვე გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების უპრეცედენტო დეგრადაცია,” - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩოს მტკიცებით, აშშ-ის პოლიტიკური ძალები რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს საკუთარი „ოპორტუნისტული მიზნებისთვის“ იყენებენ.

„განსაკუთრებით გასაოცარია ის, თუ როგორ იყენებენ ვაშინგტონის პოლიტიკური ძალები ამ მითს თავიანთი ოპორტუნისტული მიზნებისთვის. ერთმანეთის წინააღმდეგ გაჟღერებული ”რუსეთთან დაკავშირებული” უსაფუძვლო და ფიქტიური ბრალდები ცუდი ამერიკული პოლიტიკური ტრადიცია ხდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩო მზადყოფნას გამოხატავს, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა საკითხები აშშ-სთან ერთად განიხილოს.

„გვსურს, შეგახსენოთ, რომ აშშ და რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. კონსტრუქციული და პრაგმატული დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა წარმომადგენელთა პალატის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ერევა და ცდილობს, დონალ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას შეუწყოს ხელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო