ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს. სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი.

სამინისტროს ცნობით, ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა