მეზობლების ინფორმაციით, დედის და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა

მეზობლების ინფორმაციით, თბილისში, ზოზიაშვილის ქუჩაზე ბებიისა და დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია და მან მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ხმამაღლა ლაპარაკიც არ გამიგია. დაახლოებით 7 წელია აქ ცხოვრობენ, თუმცა სახლის მეპატრონე სხვა პირია, ის ამერიკაში ცხოვრობს და სახლი ოჯახს დაუტოვა, რადგან შეეცოდა ესენი, სოფლიდან იყვნენ ჩამოსული, ქირასაც არ იხდიდნენ. ხმაური არ გამიგია, ეძინათ თურმე. ნორმალური ბავშვი იყო. სამი ადამიანი ცხოვრობდა სახლში, დედა, ბებია და თვითონ. პოლიციაში თავად დაურეკავს", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა