გიგა ბოკერია - რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, ამის შეტყობინების უამრავი გზა არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებელი აღარაფერი არ არის. მისი თქმით, თუ რამე გადაწყვეტილება აქვს მიღებული მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის ამის შეტყობინების უამრავი საჯარო და არასაჯარო გზა არსებობს.

„ჩვენ ჩვენი წინადადება ვუთხარით. ბოლო წინადადება იყო, რომ ისეთი ბალანსი უნდა იყოს, რომ 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პირველ ადგილას გასულ პარტიას, რომ ჰქონდეს შანსი უმრავლესობის. ეს წინადადება მიიღეს და ამის შემდეგ ჩაშალეს მოლაპარაკებები. თქვეს, რომ არაფერი არ გვაინტერესებსო და გააგრძელეს პოლიტიკური რეპრესიები, დაიჭირეს გიგი უგულავა. მე არ მაქვს ჯერჯერობით ნიშნები, რომ გონს მოეგნენ.

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის და ეს რაღაც ჩაციკვლა- პიარი კლასიკურ სტილში, რომ ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართო, ამას ვინ ჭამს?! მოლაპარაკებები რომ სდომოდათ, უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ გონივრული კომპრომისით და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ. ამიტომ თუ გარე წნეხის და რაც მთავარია შიგნით საზოგადოების წნეხის შედეგად, მოხდა ასეთი კარგი რამ, რომ ივანიშვილი მოეგო გონს, ჩვენ მზად ვართ, რომ მოქნილები ვიყოთ, რათა ნორმალური ვითარება იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის კონფრონტაცია. მისი დამარცხებაა ქვეყნის ეროვნული ამოცანა. რაც უფრო ნორმალურ ვითარებაში მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს არჩევნებმა საჭიროა ორი პირობის შესრულება, ეს არის დაპირებული პროპორციული არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ - არჩევნების პროპორციულობა, ამ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. მეორე არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს, თუ არანორმალური ატმოსფერო იქნება, ამაშიც დამარცხდებიან და კიდევ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა