პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ირაკლი შოთაძეს  გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ჰააგიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, ირაკლი შოთაძის ხელახალ არჩევას განიხილავს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რაც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, სამომავლოდ, საქართველოს პროკურატურისადმი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს.

„ბატონო ირაკლი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სახელით, გვსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევა. გვჯერა, რომ საქართველოს პროკურატურის და ქართული მართლმსაჯულების სისტემის პროგრესი თქვენი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების და ძალისხმევის შედეგია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ თქვენი ხელახალი არჩევა, ვინაიდან თქვენი საქართველოს მთავარი პროკურორის (როგორც ადრე იწოდებოდა) თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენ უკვე გავხდით თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების მოწმენი.

ნება გვიბოძეთ, თქვენი ხელახალი არჩევა განვიხილოთ საქართველოს პროკურატურის და თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაზრდას.

ეჭვგარეშეა, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობამ თავისი წვლილი შეიტანა ამ განვითარებაში იმ საერთაშორისო თანადგომის მეშვეობით, რასაც პროკურორთა ქსელი გთავაზობთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა თქვენი ძალისხმევის პროკურატურის პროფესიული განვითარებისათვის, რომელსაც აძლიერებს თქვენს ოფისსა და ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობა.

ამ თვალსაზრისით, მსურს, ხაზი გავუსვა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მერვე რეგიონალურ კონფერენციას, რომელსაც უმასპინძლა საქართველომ 2017 წელს. გარდა აღნიშნულისა, პროკურატურის თანამშრომლის მიმაგრება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სამდივნოში და თქვენი ოფისის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ნომინირება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, უნდა ჩაითვალოს თქვენს ძალისხმევად, რომელიც მიზნად ისახავს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრინციპების თქვენს რეგიონში დამკვიდრებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ინიციატივა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის 2021 წელს საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც აღმასრულებელმა კომიტეტმა სათანადოდ განიხილა და დაამტკიცა. მოხარულები ვართ, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება თქვენი თანამდებობაზე ყოფნისას, რადგან გვჯერა, რომ აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პროკურორთა საერთაშორისო საზოგადოებისათვის, აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია და ისიამოვნოს ქართული სტუმართმოყვარეობით.

გისურვებთ წარმატებას თქვენი უაღრესად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების შესრულებისას და ასოციაციის სახელით საქართველოს პროკურატურისადმი გამოვხატავთ მზადყოფნას სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჩეოლ-კიუ ჰვანგი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი ჰან მორაალი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ წერილში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო