ბესიკ თამლიანის დედა - კიდევ ერთხელ დამცინეს, პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ეს შეთანხმება უფორმდება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედის რუსუდან თამლიანის განცხადებით, მის შვილთან ერთად დაკავებულებს კახა კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე რუსუდან თამლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურაში დაიბარეს და შესთავაზეს შვილის საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. როგორც თამლიანი განმარტავს, მისი შვილი ბრალს არ აღიარებს.

„კიდევ ერთხელ დამცინეს, პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ყველას უფორმდება. გიორგი მუკბანიანს ვუთხარი, შეცდომაში არ შემიყვანო, თუ რამე ისეთია ადვოკატთან ერთად მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ არა, არ არის საჭირო ადვოკატი, მარტო მობრძანდიო. მივედი, საბუთი გამზადებული ჰქონდათ, რომელშიც ეწერა, რომ ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილი და სოსელია თანახმა არიან 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წავიდენენ საპროცესო შეთანხმებაზე. სამი წელი პირობითი ექნებათ და ჯარიმა 2000 ლარი უნდა გადაიხადონ. მერე წერია, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი წინააღმდეგია საპროცესო შენხმებაზეო. 225-ე მუხლის მე-2 ნაწილს ნადვილად არ ვაღიარებ არც მე და არც ჩემი შვილი. ჩემი შვილი 45 წლისაა, სრულწლოვანია და რა საჭირო იყო ჩემგან ხელის მოწერა?! კიდევ ერთხელ დამცინეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ", - განაცხადა თამლიანმა.

იხილეთ ვიდეო: 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა