თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია - „თავისუფლება გიორგი რურუას“ გამართეს

„თავისუფლება გიორგი რურუას" - ამ ლოზუნგით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სასამართლოს ეზოში მათი შეკრების მთავარი მიზანია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. როგორც „სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ რუხაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტმაც აღიარა, რომ 2019 წლის 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.

„სირცხვილიას" კიდევ ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი უსამართლოდ იხდიან სასჯელს.

„პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო ვშორდებით ევროპულ სამყაროს და რაც შეიძლება დროულად უნდა გათავისუფლდნენ ისინი. გიორგი რურუა ამ სისტემის მსხვერპლია", - აღნიშნა მაქარაშვილმა.

კიდევ ერთი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ 20 ივნისს დაკავებული ბესიკ თამლიანი „ჩვენი დროის გმირია თავის გაუტეხელობით".

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი გაიმართება.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო