მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროფესიული განათლების განვითარება და ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა გახლდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დასაქმებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განახორციელა, ამ ეტაპზე კი არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვაზე, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაზე, ინგლისური ენის სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე და სხვა.

„თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დახმარება აღუთქვა მინისტრს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ ბანკი მზად არის ამ მიმართულებით, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო