სალომე სამადაშვილი - სწორედ იუნკერების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სწორედ იუნკერების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. ამის შესახებ მან კოჯორში, იუნკერების მემორიალთან განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საქართველოში დღესაც გრძელდება.

„ძალიან მძიმე დღეა ეს საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს დაეცა თბილისი და თბილისისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ახალგაზრდა იუნკერები, რომლებიც ფაქტობრივად ბოლო ხაზს ამაგრებდნენ ჩვენი ქვეყნის მტრისგან დასაცავად. მათი ღვაწლი ჩვენი ისტორიის წინაშე არის უზარმაზარი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დასაცავადაც იუნკერებმა გასწირეს საკუთარი სიცოცხლე. თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დღესაც გრძელდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალი არის, მათ შორის, ამ დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის წინაშე, რომ დავიცვათ ის თავისუფლება, რომლის დაკარგვაც მაშინ 1921 წელს ძალიან ძვირი დაუჯდა არაერთ თაობას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება